ჭეო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყვითელი ფიჭი ჭეოსთან ერთად

ჭეო — ყვავილის მტვერი, რომელსაც ფუტკარი აგროვებს და ფიჭის უჯრედებში ჩატკეპნის, ასხამს თაფლს და აკონსერვებს. ჭეო ფუტკრის ძვირფასი ცილოვან-ნახშირწყლოვანი საკვებია. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის საჭირო ადრე გაზაფხულზე, ფუტკრის ოჯახის გამრავლებისას. ფუტკრები მას საკვებ დანამატად ხმარობენ. გამოიყენება მედიცინაშიც. ყვავილის მტვრისგან განსხვავებით ჭეოს ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი. მდიდარია ვიტამინებით.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭეო&oldid=4312435“-დან