ჭანდარის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჭანდარის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, მდინარე ალეურას ხეობა. აგებულია შუა საუკუნეებში. დარბაზული ეკლესია დიდი ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ნაგებობა გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით. მიწის დონე იმდენად არის აწეული, რომ სარკმლები და შესასვლელი არ ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 256