ჭანდარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭანდარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში, მდინარე ალეურას ხეობაში. აგებულია გარდამავალი შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაშენი. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით დასრულებული შებრტყელებული ფორმის აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. მისგან ჩრდილოეთით ნიშაა მოთავსებული. აბსიდი დარბაზისაგან გამოიყოფა მხრებით. სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილია სარკმლის კვალი. არქიტრავული შესასვლელი დასავლეთ კედელშია გაჭრილი. არქიტრავი ერთ მთლიან ქვაშია გამოკვეთილი და მას სამკუთხედი ფორმა აქვს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. ეკლესია გარშემოვლებულია გალავნის ჩრდილოეთის კარიბჭით. ეკლესიის თაღ-კამარა და კონქი ჩამოქცეულია. აბსიდის სამხრეთი მხარე გარღვეულია. კედლები დეფორმირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 257