ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია (ყვარელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჭალის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ შაქრიანის სამხრეთით, 3 კილომეტრზე, ახმეტა-ყვარლის გზატკეცილის პირას. სწორ ადგილას თითქმის მთლიანად დანგრეულია (შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 0,8 მ-ია), რის გამოც მისი გეგმარების ზუსტად დადგენა არ ხერხდება. ეკლესია დარბაზულია. ნაგები ყოფილა ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით.

ეკლესიას ორი განიერი შესასვლელი ჰქონია - სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. გრძივი კედლების შუაში თითო მარტივი პილასტრის კვალი მოჩანს. ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია ვიწრო მონაშენი, რომლისგან მხოლოდ ორი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების კვალია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]