წყლის იელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წყლის იელი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მანანასებრნი
სახეობა:  წყლის იელი
ლათინური სახელი
Ledum palustre

წყლის იელი (ლათ. Ledum palustre, Rhododendron tomentosum) — მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ძირითადად ტუნდრაში. ჰოლარქტიკული სახეობაა. ვრცელდება თესლითა და ვეგეტატიური გზით. სწორმდგომი მარადმწვანე ბუჩქნარია. სიმაღლე 50-60 სმ, იშვიათად 120 სმ. ღერო დაწოლილია, დაჟანგულ ქეჩისებრი. მათი ფესვები ჭაობში 40 სმ სიღრმემდე იჭრება.

ყვავის მაისიდან ივლისის ჩათვლით. შეიცავს დიდი რაოდენობით ეთერზეთებს (1,5-იდან 7 %-მდე). ფოთლებში შედის ანდრომედოტოქსინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონიდები, ვიტამინი C და სხვ. იყენებენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის და ტუბერკულოზის დროს, ენტეროკოლიტის და გრიპის წინააღმდეგ.

გამოიყენება როგორც ინსექტიციდი, აგრეთვე პარფიუმერულ წარმოებაში. შხამიანი მცენარეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]