წყლის ბაღლინჯოები (ლათ.Cryptocerata) — მწერების ქვერიგი ნახევრად ხეშეშფრთიანთა რიგისა. აქვთ კვერცხისებრი, ნაღმისებრი ან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 2 — 120 მილიმეტრს აღწევს. აქვთ საცურავი, ნიჩბისებრი ფეხები. ცხოვრობენ წყალში ან მის ზედაპირზე, მდინარეებისა და წყალსატევების ნაპირებზე. საქართველოში ცნობილია წყლის ბაღლინჯოების 50 სახეობა, რომლებიც 12 ოჯახს განეკუთვნება. უმრავლესობა მტაცებელია. იკვებებიან წვრილი კიბოსნაირებით, წყლის მწერების მატლებით, ასევე თევზის ლიფსიტებით.