შინაარსზე გადასვლა

წყევლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყევლა — სიტყვიერი ფორმულა, რომელიც შეიცავს ვინმეს ან რამის მიმართ ბოროტ სურვილს ან ლანძღვას. ხშირად არის წარმოდგენილი ძველ ლიტერატურაში, კერძოდ ბიბლიაში, როგორც რომელიმე ადამიანის ცოდვის განკითხვა.

ამა თუ იმ რელიგიაში წყევლა აგრეთვე არის შელოცვა, სიტყვიერი რიტუალი, რომლის მიზანია მაგიური ძალით არასასურველი პიროვნებისთვის ზიანის მიყენება. არსებობს წყევლის საწინააღმდეგო რიტუალის ტრადიციაც[1].

შუა საუკუნეების ევროპაში ცნობილი პრაქტიკა იყო ადამიანების დაწყევლა ან მოჯადოვება. ნგლისური ფოლკლორი ბევრს გვიყვება ელისაბედ I-ის ჯადოებზე და წყევლებზე. ბიბლიასა და ყურანში ბევრი წყევლის მაგალითებია, როგორიცაა: ღვთის წყევლა გველზე, ადამზე , ევაზე, კაენზე და ეშმაკზე. ალაჰის წყევლა ურწმუნოებზე, ცოდვილებზე და მორწმუნეთა შემვიწროელებზე.

  1. Chauran, Alexandra (2013). Have You Been Hexed? Recognizing and Breaking Curses. Llewellyn Worldwide. ISBN 0-7387-3620-1. 


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.