წყალყინისანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წყალყინისანი — ორი კოშკი, რომლებიც 1045 წელს ბაგრატ IV-მ თბილისის მთავარი ციხესიმაგრის დარიჯელის აღების შემდეგ დაიკავა. იხსენიებს „მატიანე ქართლისა“.

ამ ადგილის მოძებნა, ისევე როგორც დარიჯელის ციხის მოძებნა, შეუძლებელია. მემატიანე ამ კოშკებს მოიხსენიებს კალას ციხის და თაბორის ციხის გვერდით, რაც ამ კოშკების მნიშვნელოვნობაზე მიგვანიშნებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]