წრუს სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წრუს სამების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ წრუში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

დარბაზული ტიპის ეკლესია სამხრეთი მინაშენით, ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის თლილი ქვითა და დუღაბით. გამოყენებულია აგრეთვე წითელი ტუფის ქვა. ეკლესია აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდით სრულდება. საკურთხეველში არქიტრავული სარკმელია გაჭრილი. წყვილი პილასტრი დარბაზს ანაწევრებს ორ თანაბარ მონაკვეთად. სამხრეთ კედელში მოწყობილია არქიტრავული შესასვლელი. ნაგებობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. კედლები შემორჩენილია ორი მეტრის სიმაღლეზე. დარბაზი ამოვსებულია მიწითა და ქვით.მინაშენი გეგმით მართკუთხაა. სამხრეთი კედელი და გადახურვა ჩამონგრეულია. აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს დატანებული. იატაკი ამოვსებულია მიწითა და ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004