წნელისის მეორე ნაგებობის ნაშთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წნელისის მეორე ნაგებობის ნაშთი — საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ წნელისში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ნაგებობიდან შემორჩენილია დასავლეთი და აღმოსავლეთი კედლის ნაწილები. მათი სიმაღლე 40-სმ-ს აღწევს. ნაგებობის ღერძი განვითარებულია სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ყორექვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004