წკერეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წკერეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეს ჩრდილოეთით, 2,5 კილომეტრზე, მთის თხემზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ფიქლის მშრალი წყობით. ჩამონგრეულია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი. შემორჩენილია 2,5 მეტრი სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია, მიწის დონიდან 0,5 მეტრ სიმაღლეზე. კარს ორივე მხარეს ბრტყელი გადახურვა აქვს. უაფსიდო ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა, გარეთკენ მკვეთრად შევიწროვებული სარკმელია. მას საფეხურებიანი ძირი აქვს. ეკლესიის დასავლეთით რამდენიმე მეტრზე ნაგებობის საძირკვლის ნაშთია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]