წიწმატი
იერსახე
| წიწმატი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Lepidium sativum | ||||||||||||||
| ||||||||||||||
წიწმატი (ლათ. Lepidium sativum) — ერთწლოვანი მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ღერო 30-60 სმ-მდე იზრდება, ძლიერ დატოტვილია. ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრ განკვეთილი ან მთლიანი, ზედა — მჯდომარე მთლიანი. ყვავილი თეთრია, მრავალრიცხოვანი. ნაყოფი პატარა ჭოტაკია. წიწმატი ადრეულა, სიცივეგამძლე მცენარეა. სამშობლოდ მიჩნეულია ირანი.
ველურად გვხვდება აზიასა და აფრიკაში, იზრდება საქართველოშიც. ფოთოლი შეიცავს მინერალურ მარილებს, C ვიტამინს, კაროტინს, იოდსა და რკინას. იყენებენ კულინარიაში. გურიაში უწოდებენ წიწმარიტს, სამეგრელოში წიწმარტეს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვაჭაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 336.