წილდათანაღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წილდათანაღი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3122 

წილდათანაღი — უღელტეხილი საქართველოში, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში. მდებარეობს სვანეთის ქედის ცენტრალურ ნაწილში. სიმაღლე 3122 მ. აგებულია პალეოზოური კვარციანი ქვიშაქვებითა და ტუფებით. თოვლ-ყინულიანია. კალთები 2100-2200 მ-მდე მუქწიწვიანი ტყითაა შემოსილი, მის ზევით სუბალპური და ალპური მდელოებია. აკავშირებს მდინარეების ლაყურისა (ცხენისწყლის აუზი) და წილდრის (ენგურის აუზი) ხეობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]