ძუკაევის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძუკაევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიათაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ოთხკუთხა გეგმის კოშკი ნაგებია საშუალო ზომის ფლეთილი ქვითა და კირის დუღაბით. ძეგლი ორი სართულის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მეორე სართულზე, სამხრეთ კედელში გაჭრილია თაღოვანი კარი. კოშკი შიგნიდან ამოვსებულია ქვითა და მიწით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004