შინაარსზე გადასვლა

ძრავას ზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძრავას სინთეტური ზეთი

ძრავას ზეთი, მოტორის ზეთიშიგაწვის ძრავების შესაზეთად განკუთვნილი ზეთი. პრაქტიკულად ყველა ძრავას ზეთი ნავთობის გადამუშავების პროდუქტია და მხოლოდ ზოგიერთი ხარისხის საავიაციო ზეთს იღებენ სინთეზურად. ყველა ძრავას ზეთი (გარდა ზოგიერთი საავიაციო ზეთისა) შეიცავს მისართების კომპლექსს, რომელიც აუმჯობესებს მათ საექსპლუატაციო თვისებებს (რეცხვითს, ცვეთასაწინაღოს, ანტიკოროზიულსა და სხვა). ძრავას ზეთი არის სამი კლასის — ავტომობილის, დიზელის და საავიაციო. პირველ ორ კლასში შედის ავტოსატრაქტორო, თბომავლისა და გემის ძრავას ზეთები, რომლებიც სიბლანტის მიხედვით (100 °C-ზე) იყოფა 11 ჯგუფად, ხოლო საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით — 9 ჯგუფად. საავიაციო ზეთი 20 სხვადასხვა სახისაა.

სიბლანტის კლასიფიკაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიაპაზონიანი ზეთიმინიმალური ტემპერატურის სიბლანტემაქსიმალური ტემპერატურის სიბლანტე
SAE 0W-40SAE 0SAE 40
SAE 10W-60SAE 10SAE 60
SAE 20W-60SAE 20SAE 60
SAE 15W-40SAE 15SAE 40
SAE 20W-50SAE 20SAE 50

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]