განხილვა:ძრავას ზეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ძრავას თუ ძრავის ზეთი? ა.

„ძრავა“ არის ბოლოხმოვნიანი და იბრუნის „“ ფუძეხმოვნით, ამიტომ „“–ს აღარ დაირთავს. ნუ ტრადიცია ამ შემთხვევაში ასეთია, ქსე–შიც ასევე წერია: ძრავას ზეთი, ძრავას საწვავი... --Rastrelli 06:17, 1 აპრილი 2008 (UTC)

სწორედაც რომ რადგანაც „ა“–ზე დამთავრებული ბოლოხმოვნიანი ფუძეა, ამიტომ უნდა შეიკვეცოს და იქნება ძრავის ზეთი და არა ძრავას ზეთი.

ქსე–ზე უფრო სანდო ენის საკითხებში „ქართული სალიტერატურო ენის ნორმებია“, რომლის თანახმადაც ძრავა მიეკუთვნება ბოლოკვეცად სიტყვებს. --წკაპო 08:30, 1 აპრილი 2008 (UTC)

წკაპო, შენს მიერ დაწერილი შეკითხვა: „ქსე რა წყაროს შემოკლებაა?“ - არ უნდა წაგეშალა. ვიკიში არაფერი არ იშლება. ქსე არის შექმნილი ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით და აქედან გამომდინარე ასეთ სალითხში სანდოც არის. ცანგალა () 09:01, 1 აპრილი 2008 (UTC)

მე პირადად მირჩევნია ძრავის ზეთი – უფრო კეთილხმოვანია, თუმცა არც ის მინდა რომის პაპზე მეტი კათოლიკე ვიყო და თუ ქსე–ს ამდენი მეცნიერ–თანამშრომელი წერს ძრავას ზეთიო, მეც ვასხავ რა ... :))) ეს ხუმრობით, ისე კი სიმართლე ვთქვა დავიბენი! ასეთი შემთხევვა ადრეც იყო, როდესაც მე დავწერე „კუბას პრეზიდენტი“ და ალესანდრომ შეასწორა კუბის ..., ქსე–ში რომ გადავამოწმე სწორედაც კუბს იყო!
მართლწერაში ტრადიციას დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება სწორედ ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე. პატივისცემით --Rastrelli 09:55, 1 აპრილი 2008 (UTC)

გეთანხმებით, მაგრამ ქართული მართლწერა ტრადიციას არ სცნობს. სიტყვის დაწერილობა ქართულში, როგორც წესი, განისაზღვრება მისი გრამატიკული სისწორითა და ხალხში მიღებული გამოთქმის საფუძველზე. --წკაპო 10:05, 1 აპრილი 2008 (UTC)

ხალხო, მოდით ნუ ვიჩხუბებთ.

მაგრამ ერთი რამეა აღსანიშნი, ქსე–ს შემდეგ მიდგომა შეიცვალა ხმოვანფუძიანი სახელების ბრუნების მიმართ: თუკი ადრე, ნასესხებ (მაგ. პრიზმა) და ქართულისავე ნიადაგზე ნაწარმოებ (მაგ. ძრავა, მუხლუხა) ხმოვანფუძიან სახელებს ძალად აქეცვდნენ ფუძეუკვეცელად, 1980–იანი წლების მერე გადაწყდა, რომ ენა უნდა დაჰყვეს მის შინაგან ტენდენციებს და ასეთი სახელები უნდა გაუტოლდეს ცას, ოპერას, ხეს და მისთ.

ფუძეუკვეცელად რჩება მხოლოდ გვარები, მაგ.: კეკელია, კეკელიას, კეკელიას(ი) და არა კეკელიის.

პატივისცემით, წკაპო (ვასილ კეკელია)--წკაპო 11:33, 1 აპრილი 2008 (UTC)

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით (1986, თბილისი) „ძრავას ზეთი“ უნდა იყოს და არა „ძრავის ზეთი“. თუ მართლა მიდგომა შეიცვალა ოფიციალურად, იქნებ მიუთითოთ წყარო. ისე, მიდრეკილება კი აშკარად არის ა-ს კვეცისკენ, მაგრამ ვიკიპედიაში მაინც არსებული ნორმების მიხედვით უნდა იწერებოდეს. - Island 12:36, 1 აპრილი 2008 (UTC)

აქ ჩხუბს არავინ არ ვაპირებთ. ისე წყაროს მითითება ნამდვილად საინტერესო იქნება.--ცანგალა () 13:19, 1 აპრილი 2008 (UTC)

ამ საღამოს მოვიძიებ (მაგრამ ვერ შეგპირდებით, უცხოეთში ვარ და ხელი არ მიმიწვდება ბევრ წყაროზე).--წკაპო 14:16, 1 აპრილი 2008 (UTC)


არანაირი წესით არ შეიძლება იყოს "ძრავას ზეთი" და თუ ასეთი რამ მაინც წერია შეცდომა გაჰპარვიათ. მართებული ფორმაა "ძრავის ზეთი". --pirtskhalava 04:43, 2 აპრილი 2008 (UTC)

შეცდომის გაპარვა ყველაზე ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ამდაგვარადვე ქსე–ში წერია: ძრავას საწვავი, ძრავას ლიტრაჟი და ა.შ. ერთადერთი ისაა რომ ალბათ მართლაც შეიცვალა მიდგომა, ქსე 1984–შია გამოსული, თუ მერე შეიცვალა რამე არ ვიცი ნამდვილად, ამიტომაც წყარო გვჭირდება!--Rastrelli 05:00, 2 აპრილი 2008 (UTC)

ვიპოვე!!!

– რუსულ–ქართული ლექსიკონი. ტომი I. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1956. გვ. 788/2 – სიტყვა моторный, ая, ое მოტორისა, მოტორიანი, სამოტორო; ძრავასი, ძრავიანი: моторная коробка მოტორის, ძრავას კოლოფი. ამავე წიგნის (ტომის) გვ. 286/2–ზე ვკითხულობთ – სიტყვა двигатель 1. ტექ. ძრავ: двигатель внутреннего сгорания შიდაწვის ძრავ. ჯერ კიდევ მაშინ თანაარსებობდა თურმე ამ სიტყვის დუბლეტური ფორმა. სახელობითში შეეძლოთ ეთქვათ ძრავც და ძრავც. მოგვიანებით რუსულ–ქართული ლექსიკონი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა. ენათმეცნიერების ინტიტუტი. თბილისი: გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" 1983. გვ. 323/2. моторный, ая, ое მოტორისა, მოტორიანი, სამოტორო; ძრავისა, ძრავიანი, საძრავო, ძრავული., ამავე წიგნის (გვ. 113) სიტყვა двигатель–ის მნივნელობას არ მიუთითებს არცერთ ბრუნვაში. --pirtskhalava 05:30, 2 აპრილი 2008 (UTC)

აგაშენა ღმერთმა, გუმანით ვხვდებოდი რომ ორი სხვადასხვა ფორმით არსებობდა სიტყვა მოტორის შესატყვისი ქართულში :)) – ძრავა და ძრავი. R 05:47, 2 აპრილი 2008 (UTC)

როგორც აღმოჩნდა, „ძრავა“ და „ძრავი“ დღესაც თანაარსებობენ. არ გადავიტანოთ? — G.G. 06:31, 27 აგვისტო 2014 (UTC)