ძმები გრიმების გერმანული ლექსიკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ძმები გრიმების ლექსიკონი (გერმ. Das Deutsche Wörterbuch (აბრევიაციით DWB [დე-ვე-ბე]) — გერმანული ენის ყველაზე ვრცელი ლექსიკონი, რომლის ავტორები არიან გამოჩენილი გერმანელი ფილოლოგები ძმები იაკობ და ვილჰელმ გრიმები.

გრიმები 1838 წელს შეუდგნენ XVI საუკუნიდან მოყოლებული გერმანულ ენაში არსებულ სიტყვათა მნიშვნელობების აღწერას, და მათთვის სათანადო ილუსტრაციების დართვას. თვითონ გერმანელები ამ ლექსიკონს ხშირად უბრალოდ „გრიმს“ (Der Grimm) უწოდებენ.

ძმები გრიმების ლექსიკონი მხოლოდ 123 წლის შემდეგ 1961 წელს დასრულდა და მუშაობის შედეგად 32 ტომი შედგა. დამატებით წყაროთა ტომი გამოქვეყნდა 1971 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Volker Harm: Das Grimmsche Wörterbuch - Stationen seiner Geschichte. In: Sprachreport, 30. Jahrgang, Heft 1, 2014, Seite 2-11.
  • Alan Kirkness, Peter Kühn, Herbert Ernst Wiegand (Hrsg.): Studien zum Deutschen Wörterbuch von Jacob Grimm und Wilhelm Grimm. 2 Bde. Niemeyer, Tübingen 1991, ISBN 3-484-30933-4.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]