ძვილეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძვილეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა თიღვის მუნიციპალიტეტის სოფელ ძვილეთში. აგებულია ადრე შუა საუკუნეებში. მდებარეობს სოფ. ძვილეთიდან ჩრდილოეთით 0,5 კმ-ზე, ძველ სასაფლაოზე

დარბაზული ეკლესია კოშკით, ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით დასრულებულია შებრტყელებული, ნალისებრი აბსიდით. ჩრდილოეთითით სწორკუთხა ნიშია. აბსიდის სამხრეთი ნაწილი ჩამონგრეულია, ჩრდილოეთის მხოლოდ ქვედა ნაწილი ჩანს.

შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. სამხრეთი შესასვლელის ფორმა დაზიანების გამო არ იკითხება. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.

ეკლესიის დასავლეთი კედლის გაგრძელებას გეგმით სწორკუთხა კოშკი წარმოადგენს. აღმოსავლეთ კედელში ორი, ხოლო ჩრდილოეთში ერთი სწორკუთხა ნიშია. გრძივ კედლებზე კრონშტეინებია შემორჩენილი. ეკლესიის ჩრდილოეთით მინაშენის კვალი იკითხება. ორივე ნაგებობა დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004