ძველინგლისური ნაგაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძველინგლისური ნაგაზი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 29,5-30,5 კგ.
სიმაღლე 56-61 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ძველინგლისური ნაგაზი (ინგლ. Old English Sheepdog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

უფრო სავარაუდოა, რომ ძველინგლისური ნაგაზი სათავეს იღებს კონტინენტური ნაგაზისგან - კერძოდ, ბრიარისგან. მიზანმიმართული გამრავლება დაიწყო 1880-იან წლებში. 1961 წელს ერთ-ერთმა საღებავების მწარმოებელმა საკუთარი პროდუქციის ტელევიზიით რეკლამირებისთვის სიმბოლოს სახით გამოიყენა ძველინგლისური ნაგაზი. ამის შემდეგ მკვეთრად მოიმატა მოთხოვნამ როგორც საღებავებზე, ასევე ამ ჯიშის ძაღლებზე. ბობტეილებში ზოგჯერ ვლინდება ძველი აგრესიული ინსტინქტები, მაგრამ ამის აღმოფხვრა გაწვრთნით შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ ძველინგლისური ნაგაზი ქალაქის ბინაში ოდნავ მოუქნელია, ის კარგი კომპანიონი და დამცველია. პატარაობაში რბილი ბალანი შემდეგ უხეშდება და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ცისფერი თეთრით და ნაცრისფერი თეთრით. აქვს თითქმის კვადრატული თავი და ძლიერი მართკუთხა ყბები. სწორ ფეხებს უხეში ბალანი ფარავს. ძველინგლისური ნაგაზი კარგად ეგუება ქალაის პირობებში ცხოვრებას და ბავშვებს, კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: