ძედოს უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ძედო (მრავალმნიშვნელოვანი).
ძედოს უღელტეხილი
კოორდინატები: 42°34′51″ ჩ. გ. 43°52′32″ ა. გ. / 42.58083° ჩ. გ. 43.87556° ა. გ. / 42.58083; 43.87556
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ონის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2994 
ქედი მაღრან-დვალეთის კავკასიონი
ამგებელი ქანები თიხაფიქალი, ქვიშაქვა, მერგელი და კირქვა
ლანდშაფტი ალპური
ძედოს უღელტეხილი — საქართველო
ძედოს უღელტეხილი
ძედოს უღელტეხილი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ძედოს უღელტეხილი

ძედოს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჯეჯორის ზემოთში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2994 მ. აგებულია ცარცული ასაკის თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი. ძედოს უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს მდინარეების ჯეჯორისა და ზრუგის აუზებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]