ძალის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძარის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარში, სასაფლაოზე. განვითარებული შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის მოყვითალო ფერის უხეშად დამუშავებული ქვით. წყობა შერეულია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს; აღმოსავლეთით დას-რულებულია ნახევარწრიული აბსიდით. აბსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით დიდი ზომის სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრე-ბით.

გრძივი კედლები წყვილი პილასტრების საშუალებით თითქმის სამ თანაბარ ნაწი-ლად იყოფა. ფართო შესასვლელები დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. წირთხლები ამოყვანილია კარგად დამუშავებული ქვებით.

ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია. აბსიდის კედლების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს. გრძივი კედლების ნახევარზე მეტი ჩამონგრეულია. აღმოსავლეთი სარკმელი მორღვეულია. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 229-230