ცხვირფოთოლასებრნი
იერსახე
| ცხვირფოთოლასებრნი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Phyllostomidae | ||||||||||||
| ||||||||||||
ცხვირფოთოლასებრნი (ლათ. Phyllostomidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ღამურების ქვერიგისა. დინგის ბოლოზე აქვთ ვერტიკალური, ზემოთ შევიწროებული კანის დანამატი. ოჯახში 7 ქვეოჯახია, რომელიც 49 გვარს აერთიანებს. გავრცელებული არიან ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ზოგი ცხვირფოთოლასებრნი მწერიჭამიაა, ნაწილი მცენარის ნექტრითა და მტვრით იკვებება, ზოგი — მწერებითა და ნაყოფებით, ზოგი კი პატარა ხერხემლიანებს ესხმის თავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 253.