ცხენიშწყარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცხენიშწყარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სათავე კოდორის ქედი
სიგრძე 27 კმ
აუზის ფართობი 61 კმ²

ცხენიშწყარი, ცხენისწყარი — მდინარე საქართველოში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ერთვის შავ ზღვას. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, 792 მ სიმაღლეზე. სიგრძე 27 კმ, აუზის ფართობი 61 კვ. კმ. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. ახასიათებს წყალმოვარდნები მთელი წლის განმავლობაში. შედარებით წყალმცირეა ზაფხულში.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,61 მ³/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]