იაკობ ცურტაველის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცურტაველის ქუჩა)
იაკობ ცურტაველის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
ისტორიული რაიონი ხარფუხი
წინა სახელები ზემო საბაჟოს ქუჩა, სეიდაბანის ქუჩა, ვასილ ხუციშვილის ქუჩა

იაკობ ცურტაველის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ხარფუხი); ხარფუხის და იოსებ გრიშაშვილის ქუჩებიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნში. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ზემო საბაჟოს ქუჩა, თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილი ქუჩების სიაში შეტანილია სეიდაბადის ქუჩის სახელწოდებით. 1923 წელს — ვასილ ხუციშვილის, 1990 წელს იაკობ ცურტაველის (ხუცესის) სახელი დაერქვა. აქვს 1 შესახვევი (თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვასილ ხუციშვილის დიდი ჩიხი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]