ცოტნე ყავლაშვილი
| ცოტნე ყავლაშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1983 |
| ეროვნება | ქართველი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
ცოტნე ყავლაშვილი (დ. 19 იანვარი, 1983) — ქართველი ეკონომისტი და ფინანსისტი. ფინანსთა მინისტრის მოადგილე 2025 წლის 4 ივნისიდან.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 2004 წელს. ამავე უნივერსიტეტში 2006 წელს მიიღო ეკონომიკის და ბიზნესის მაგისტრის ხარისხი.
მუშაობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილედ (2015-2022) და სახელმწიფო ხაზინის უფროსად (2013 - 2022). იყო საქართველოს გენერალური აუდიტორი (2022-2025).
მისი პროფესიული კარიერა 2006 წლიდან ფინანსთა სამინისტროში დაიწყო. სხვადასხვა წლებში იყო საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი, საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სპეციალისტი საბიუჯეტო დეპარტამენტის საბიუჯეტო პოლიტიკისა და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების და საბიუჯეტო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების სამმართველოებში (2006-2015). მუშაობდა „საქართველოს რკინიგზის რესტრუქტურიზაციის დამხმარე პროექტში“ (2005-2006).
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.