ციცინო (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციცინო

ციცინო (A. houstonianum)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  რთულყვავილოვანნი
გვარი:  ციცინო
ლათინური სახელი
Ageratum L., 1753

ციცინო (ლათ. Ageratum) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების, იშვიათად ნახევრად ბუჩქების გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 40-მდე სახეობა. გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული. ყვავილები შეკრებილია მცირე კალათებად, რომლებიც წარმოქმნის ფარისებრ ან საგველასებრ საერთო ყვავილედებს. ნაყოფი თესლურაა. მეყვავილეობაში განსაკუთრებით პოპულარულია ლამაზად მოყვავილე ერთწლოვანი სახეობა — საკუთრივ ციცინო (A. houstonianum, ან A. mexicanum),[1] რომელიც საქართველოშიც გვხვდება.[2] მრავალრიცხოვანი სწორმდგომი შეფოთლილი ღეროები (სიმაღლე 15–40 სმ) წარმოქმნის კომპაქტურ პატარა ბუჩქებს. ყვავილები წვრილი და ნაირგვარი შეფერილობისაა (ცისფერი, იისფერი, თეთრი, ვარდისფერი და სხვ.). ყვავილედის დიამეტრი 3–8 სმ-ია. უხვად ყვავის ივნისიდან გვიან შემოდგომამდე. სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Карписонова Р. А. Агератум // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 181.
  2. დავლიანიძე მ., ღვინიაშვილი ც., მუყბანიანი მ. და სხვ., საქართველოს ფლორის ნომენკლატურული ნუსხა, თბ.: „უნივერსალი“, 2018. — გვ. 54, ISBN 978-9941-26-391-0.