ციურიხის მეორე ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანსუა ბუშო, ციურიხის ბრძოლა, 25 სექტემბერი, 1799 წელი

ციურიხის მეორე ბრძოლა — ბრძოლა რუსეთისა და საფრანგეთის ჯარებს შორის ქ. ციურიხის რაიონში 1799 წლის 14-15 (25-26) სექტემბერს მეორე კოალიციის საფრანგეთის წინააღმდეგ ომის დროს. რუსეთიდან შვეიცარიაში ჩასული გენერალი ალექსანდრე რიმსკი-კორსაკოვის კორპუსი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიიდან ალექსანდრე სუვოროვის ჯარების მოსვლას უცდიდა, ციურიხის რაიონში განლაგდა. 25 სექტემბერს რუსეთის ჯარებს შეუტია საფრანგეთის არმიის გენერალ ანდრე მასენას ძალებმა. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ ფრანგების სასარგებლოდ დამთავრდა. რუსეთის ჯარებმა მთის გზებით, მძიმე პირობებში, ვინტერთურისაკენ დაიწყო უკანდახევა. რის გამოც დატოვა 80 ქვემეხი და ულამის (აღალი) უმეტესი ნაწილი. დაკარგა 15 ათასზე მეტი კაცი. რიმსკი-კორსაკოვის კორპუსის დამარცხებამ მკვეთრად გაართულა სუვოროვის ჯარების მდგომარეობა, რომლებიც მტრის ჭარბი ძალების პირისპირ აღმოჩნდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]