ცისია გუგუტიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცისია გუგუტიშვილი (დ. 26 აპრილი, 1933, თიანეთი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1957-1960 წლებში იყო ადიგენის რაისაავადმყოფოს ექიმი-პედიატრი. 1960-1961 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ტუპერკულოზური და ბავშვთა სანატორიუმების უფროსი ინსპექტორ-პედიატრი. 1961-1964 წლებში პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1963-1964 წლებში მოსკოვის ი. სეჩენოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის მიზნობრივი ასპირანტი. 1965-1979 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მოზრდილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი, მოგვიანებით1979-1988 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა 10 საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი-პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ი. ფაღაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კარდიო-რევმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 82

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]