ცალგმილის ქედი
(გადამისამართდა გვერდიდან ცალმაგის ქედი)
ცალგმილის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 43°07′52″ ჩ. გ. 42°27′30″ ა. გ. / 43.13111° ჩ. გ. 42.45833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ცალგმილი |
სიმაღლე | 3993 მ |
ამგებელი ქანები | გრანიტოიდი, ფიქალი და ქვიშაქვა |
ცალგმილის ქედი, ცალმაგის ქედი[1] — ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში. ცალგმილის ქედი გაწოლილია სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. წარმოადგენს მდინარეების ნაკრისა და დოლრაჭალის წყალგამყოფს. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ცალგმილი (3993 მ). სხვა მწვერვალებიდან მნიშვნელოვანია ლედეშდვი (3826 მ), ლეირაყი (3755 მ) და ლახვრა (3720 მ). უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია ბახის უღელტეხილი (3137 მ). ცალგმილის ქედი აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, კრისტალური ფიქლებით, იურული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ალპური, სუბნივალური და ნივალური ლანდშაფტები.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 203.
- ↑ მარგველანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 185.