ჩრდილოეთი ნორვეგია
რეგიონი | |
---|---|
ჩრდილოეთი ნორვეგია Nord-Norge | |
ჩრდილოეთ ნორვეგიის რეგიონი | |
ქვეყანა | ნორვეგია |
შიდა დაყოფა | ნურლანი, ტრომსი და ფინმარკი |
კოორდინატები | 69°40′00″ ჩ. გ. 19°00′00″ ა. გ. / 69.66667° ჩ. გ. 19.00000° ა. გ. |
ფართობი | 112,951 კმ² |
მოსახლეობა | 462,908 კაცი (2002) |
ჩრდილოეთი ნორვეგია (ნორვ. Nord-Norge (ბუკმოლის ენაზე) ან Nord-Noreg (ნიუნორსკზე), საამიურად: Davvi-Norga) — გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ ნორვეგიაში, რომელიც შედგება სამი საგრაფოსგან: ნურლანი, ტრომსი და ფინმარკი. ის მოიცავს ნორვეგიის ხმელეთის დაახლოებით 35%-ს. ჩრდილოეთ ნორვეგიის უმსხვილესი ქალაქებია: მუ-ი-რანა, ბუდიუ, ნარვიკი, ჰარსტადი, ტრომსიო და ალტა. ხშირად ჩრდილოეთ ნორვეგიას მზიანი შუაღამის ან ჩრდილოეთის ნათების ქვეყანას უწოდებენ.
რეგიონი გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით. იქ ცხოვრობენ როგორც ნორვეგიელები ასევე მკვიდრი საამები, ნორვეგიელი ფინელები (რომლებსაც კვენებს უწოდებენ) და რუსები (ძირითადად კირკენესში). რეგიონში ძირითადად გავრცელებულია ნორვეგიული ენა. საამის ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა ძირითადად შიდა რაიონებსა და ჩრდილოეთის ზოგიერთ ფიორდებზე ცხოვრობენ. ფინურად მხოლოდ აღმოსავლეთით რამდენიმე მცირე საზოგადოებაში საუბრობენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- NACC MA: ჩრდილოეთი ნორვეგია დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- NorwayOnline: ჩრდილოეთი ნორვეგია დაარქივებული 2008-05-13 საიტზე Wayback Machine.