ჩჟან ჩუნსიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩჟან ჩუნსიანი
张春贤
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1953
დაბ. ადგილი იუიჩჟოუ, ხენანი, ჩინეთი
მოქალაქეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პარტია ჩინეთის კომუნისტური პარტია
საქმიანობა ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი

ჩჟან ჩუნსიანი (დ. 1 მაისი, 1953, იუიჩჟოუ, ხენანი, ჩინეთი) — ჩინელი პოლიტიკოსი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი. დაამთავრა ჰარბინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. აქვს მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი. მსახურობდა ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელ არმიაში.

2005 წლიდან 2010 წლამდე ჩინეთის კომუნისტური პარტიის მდივანი იყო ხენანის პროვინციაში. 2010 წლის აპრილიდან ხდება ჩინეთის კომუნისტური პარტიის სინძიანის პროვინციის პირველი მდივანი.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მე-16 და მე-17 მოწვევის კანდიდატი და მე-19 მოწვევის წევრი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩჟან ჩუნსიანი დაიბადა იუიჩჟოუს პროვინციაში, ხენანში. 1973 წელს შევიდა ჩინეთის კომუნისტური პარტიაში. 1998 წლიდან არის მინისტრის მოადგილე, 2002 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის დეკემბრამდე - ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრი. 2005 წლიდან დაინიშნა ხენანის პროვინციის პირველ მდივნად. 2006 წლიდან, მან ეს პოსტი შეითავსა პროვინციის ასამბლეის სახალხო წარმომადგენლობის თავმჯდომარეობასთან ერთად. 2010 წლის აპრილში ჩაანაცვლა სინძიანის პირველი მდივანი ვან ლეციუანი[1],მისი ადგილი კი ხენანში ჩჟოუ ციანმა დაიკავა[2].

ჩჟან ჩუნსიანი მეტად ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც დაიწყო Tencent-ის მიკრობლოგერობა, განსაკუთრებით კი სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კრების შემდეგ, 2011 წელს. ჩინეთში ჩჟან ჩუნსიანი ყველაზე მაღალ სახელმწიფო რანგის ლიდერად ითვლება, რომელიც ფლობს მიკრობლოგს[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. China changes Xinjiang party boss“, BBC News, 2010-04-24. წაკითხვის თარიღი: 2012-11-05. (en) 
  2. Zhou Qiang Appointed Party Chief of Hunan. Hunan Government (2010-04-25). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-19. წაკითხვის თარიღი: 2012-11-05.
  3. 张春贤开微博 被称为微博史上最高级别官员“, 2011-03-03. წაკითხვის თარიღი: 2012-11-05.