ჩიტები (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩიტი.
„The Birds“
ჟანრი ფსიქოლოგიური თრილერი, საშინელებათა ფილმი, მისტიციზმი
დამდგმელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი
პროდიუსერი ალფრედ ჰიჩკოკი
სცენარის ავტორი ივენ ჰანტერი
ნაწარმოები დაფნა დიუმორე
როლებში ტიპი ჰედრენი
კომპოზიტორი ბერნარდ ჰერმანი
ოპერატორი რობერტ ბარკსი
მონტაჟი ჯორჯ ტომაზინი
დისტრიბუტორი Universal Pictures
გამოსვლის თარიღი 28 მარტი, 1963
ხანგრძლივობა 119 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 2 500 000
შემოსავალი $ 11 403 529

ჩიტები (ინგლ. The Birds) — ალფრედ ჰიჩკოკის 1963 წლის მისტიკური თრილერი. მთავარ როლს ასრულებს ტიპი ჰედრენი. ფილმი ჰიჩკოკის შემოქმედებაში საეტაპო იყო. ეს იყო მისი უკანასკნელი კომერციული წარმატება იყო. ამავდროულად, „ჩიტები“ ბოლო ფილმი იყო, რომელზეც ჰიჩკოკი მის ძველ გუნდთან (ოპერატორი, კომპოზიტორი და სხვ) ერთად მუშაობდა. მის შემდეგ ჰიჩკოკმა რამდენიმე უმნიშვნელო ფილმი გადაიღო.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მელანი დენიელსი (ტიპი ჰედრენი) ჩიტების მაღაზიაში მიჩს (როდ ტეილორი) გაიცნობს, რომელსაც სურს, მის დას, ქეთის ჩიტები უყიდოს. მელანის მიჩი მოეწონება და მის სანახავად ჩავა კალიფორნიის ერთ-ერთი პროვინციულ დაბაში. მიჩისკენ ნავით მიმავალს თავს თოლია დაესხმება. მელანი მაინც დარჩება სოფელში და ქეთის დაბადების დღეს ესწრება, რომელსაც ეზოში აღნიშნავენ. დღესასწაულის დროს თოლები უკვე ბავშვებსაც დაესხმიან თავს. ოჯახის წევრები სახლს შეაფარებენ თავს. მელანი წასვლას აპირებს, თუმცა ქეთი მას დარჩენას შესთავაზებს. ამ დროს მათ კვლავ თავს ესხმიან, ამჯერად პატარა ჩიტები. ისინი ბუხრის გავლით შეფრინდებიან სახლში. მეორე დღეს მიჩის დედა, ლიდია (ჯესიკა ტენდი) მეზობელთან გარბის დახმარების სათხოვნელად, მაგრამ აღმოაჩენს, რომ ჩიტები მეზობლის სახლსაც დასხმიან თავს, მეზობელი კი მკვდარია და თვალები ამოჭმული აქვს. მელანი კი ქეთის მიაკითხავს სკოლაში, რათა ის შესაძლო საფრთისგან დაიცვას. მელანი და სკოლის მასწავლებელი, ენი ჰეივურთი (სუზან პლეშიტი), რომელიც მიჩის ყოფილი შეყვარებულია, ცდილობენ ჩიტებისთვის შეუმჩნევლად გაიყვანონ ბავშვები სკოლიდან, თუმცა ვერაფერს მოახერხებენ და ჩიტები სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხმიან.

ამის შემდეგ თოლები დაბის ცენტრში ბენზინგასამართ სადგურზე მდგომ ადამიანს შეტევენ, ბენზინი დაისხმება, ქუჩას გადაკვეთს და მიაღწევს ადამიანამდე, რომელიც სიგარას ეწევა. კაცი ასანთს დააგდებს და აფეთქება მოხდება. დაის მოსახლეობა პანიკაში ვარდება. მელანი ტელეფონის ჯიხურს შეაფარებს თავს, მაგრამ ჩიტების აგრესია იზრდება და ისინი უკვე ჯიხურის შუშის კედლებს უტევენ. მელანის იხნის მიჩი. ის ქალს ჯიხურიდან ბარში გაიყვანს. სწორედ ბარს აფარებენ თავს დაბის ქალები და ბავშვები. ბარში მყოფი ქალი ყველაფერში მელანის დაადანაშაულებს, რადგან სწორედ მისი გამოჩენის შემდეგ დაიწყო აუხსნელი მოვლენები.

ჩიტები დროდადრო მშვიდდებიან. მიჩი და მელანი დროს იხელტებენ, ბარს დატოვებენ, და ქეთის მიაკითხავენ, რომელიც ენის სახლშია. ისინი ნახავენ, რომ ენი მკვდარია, ქეთის წაიყვანენ და თავს შეაფარებენ მიჩის სახლს, რომელსაც ყველა შესასვლელს დაუგმანავენ. ბოლო შეტევას ჩიტები სწორედ აქ მოაწყობენ, ისინი სხვენში ასულ მელანის დაესხმიან თავს. მარტო დარჩენილი მელანი ვერც ჩიტების მოგერიებას მოახერხებს და ვერც ოთახიდან გავა, მაგრამ მას სიკვდილისგან კვლავ მიჩი იხსნის.

მეორე დილით ჩიტები მშვიდად არიან. ოთხოვენი, მიჩი, მელანი, ლიდია და ქეთი მანქანაში ჩასხდებიან და გაემგზავრებიან. გარშემო კი ყველგან ჩიტები არიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

მონაცემთა ბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეცენზიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუდიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]