ჩირიქ-რაბათი
იერსახე
ჩირიქ-რაბათი — ძვ. წ. I ათასწლეულის II ნახევრის ნაქალაქარი ყიზილყუმის უდაბნოში, ყიზილ-ორდის (ყაზახეთი) სამხრეთ-დასავლეთით 200 კმ-ზე. 1946 და 1948-49 წლებში აღმოაჩინა და გამოიკვლია ს. ტოლსტოვმა. ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანაში ჩირიქ-რაბათის ადგილას ერთ-ერთი მასაგეტური ტომის (ალბათ სტრაბონთან მოხსენიებული აპასიაკების) დასახლება იყო. ახ. წ. დაწყებისათვის სიმაგრეები გადააკეთეს ხვარაზმის საფორტიფიკაციო სქემების მიხედვით. გეგმით ოვალური ნაქალაქარი გარშემორტყმულია ორმაგი მიწაყრილითა და ალიზის სასიმაგრო კედლებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებულია სწორკუთხა გამაგრება, რომელიც ტიპიურია ანტიკური ხანის ხვარაზმისათვის, მეურნეობაში მთავარ როლს თამაშობდა მესაქონლეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 138.