ჩიპოლინოს თავგადასავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩიპოლინოს თავგადასავალი
Il romanzo di Cipollino
Le avventure di Cipollino
Il romanzo di cipollino.jpg
ავტორი ჯანი როდარი
ქვეყანა იტალია
ენა იტალიური
გამომცემელი უცნობია
გამოცემის თარიღი 1951

ჩიპოლინოს თავგადასავალი - მწერალ ჯანი როდარის მიერ 1951 წელს გამოცემული ზღაპარი-რომანი, რომელიც მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად ითვლება.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უფლისწული ლიმონი სასტიკი მმართველია. ერთ დღეს იგი ეწვევა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ სოფელს, რათა გაიცნოს გლეხები. მოხუცი ჩიპოლონე (ხახვი) მას შემთხვევით აბიჯებს ფეხზე, რის გამოც მას იჭერენ და ციხეში უკრავენ თავს. მისი ბიჭუნა, ჩიპოლინო, დარწმუნებულია, რომ ოდესმე გაათავისუფლებს მამას. იმ დროიდან მისი ცხოვრება იცვლება.

სიუჟეტი უფრო რთულდება, როდესაც საბრალო გოგრა აშენებს პატარა სახლს (აგურებით, რომლებსაც მთელი ცხოვრების მანძილზე აგროვებდა). ლიმონის რწმუნებული, პომიდორი, ირწმუნება, რომ მას ამის უფლება არ აქვს, ვინაიდან ეს მიწა სხვებს ეკუთვნის. გოგრას ასახლებენ, მაგრამ ჩიპოლინო, რომელიც, ფაქტობრივად, აჯანყების ერთ-ერთი ინიციატორია, არ ჩერდება და ბოლომდე იბრძვის უდანაშაულო ხალხის განთავისუფლებისათვის და უსამართლო მმართველების დამხობისათვის.