ჩინდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინდო
წარმოშობის ქვეყანა სამხრეთ კორეა
თვისებები
წონა მდედრი 16-18
სიმაღლე მამრი 50-58 სმ.
მდედრი 41=50 სმ.
ბეწვი თეთრი,შავი,ჟღალი.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ჩინდო (კორ. 진돗개) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია კორეაში შუა საუკუნეებში.

მ კომპაქტური, ხშირი ბალნის მქონე ძაღლის წარმოშობა უცნობია, თუმცა მისი გარეგნობა საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ის კუნძულ ჩინდოზე (განლაგებულია მატერიკზე განლაგებული კორეის სამხრეთ-დასავლეთით) რამდენიმე საუკუნის წინ მოხვდა და რომ ის ჩრდილოეთის შპიცების შთამომავალია. 1938 წელს კორეულმა მთავრობამ ის „ეროვნულ განძად“ გამოაცხადა. მატერიკზე განლაგებულ კორეაში ის სხვა ჯიშებს შეერია, თუმცა კუნძულ ჩინდოზე ჯიში სუფთად შეინარჩუნეს. აშშ-ში კორეელი იმიგრანტების ჩასვლის გამო ეს ჯიში ჩრდილოეთ ამერიკაშიც გავრცელდა, სადაც მას აფასებენ უნიკალურობის გამო და საერთო სიყვარულით სარგებლობს. კორეაში კი პირიქით, ძაღლებს ჭამენ და ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ასეთი ბედი ერგო ჩინდოს მრავალ წინაპარს.

ეს ტიპური შპიცისმაგვარი ძაღლია, ის იცავს საკუთარ ოჯახს და გულგრილია უცხო ადამიანების მიმართ. მას შენარჩუნებული აქვს მონადირის ძლიერი ინსტინქტი. ჩინდოს აქვს სქელი ბალანი, რომელიც სიცივისგან იცავს. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი, შავი, ჟღალი. პატარა, წვეტიანი, სამკუთხა ყურები ოდნავ წინაა წამოწეული. წინა თათები სწორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]