ჩინგიზ მუსტაფაევი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინგიზ მუსტაფაევი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1991(1991-03-11) (33 წლის)
დაბ. ადგილი მოსკოვი
ჩინგიზ მუსტაფაევი ვიკისაწყობში

ჩინგიზ მუსტაფაევი (აზერ. Çingiz Mustafayev; დ. 11 მარტი, 1991) — აზერბაიჯანელი გიტარისტი და მომღერალი. მან 2013 წელს წარადგინა აზერბაიჯანის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. სცენაზე წარსდგა სიმღერით „Truth“. დაიკავა მე-8 ადგილი.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსტაფაევი დაიბადა მოსკოვში და ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად გადავიდა მშობლების მშობლიურ ქალაქ ყაზახში, აზერბაიჯანში. მან გიტარაზე დაკვრა ისწავლა და ჯერ კიდევ პატარა ასაკში და საკუთარი სიმღერების წერა.[2]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსტაფაევი 13 წლის ასაკში დედასთან და ძმასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ბაქოში, სადაც 2007 წელს „Pop Idol“-ის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. მუსტაფაევმა გაიმარჯვა კონკურსში და მალევე გახდა აზერბაიჯანული მუსიკალური ინდუსტრიის ამომავალი ვარსკვლავი. 2013 წელს მან წარმოადგინა აზერბაიჯანი საერთაშორისო ასპარეზზე ლატვიის ქალაქ იურმალაში გამართულ „ახალი ტალღის“ კონკურსში. მან საერთო ჯამში დაიკავა მე-11 ადგილი და იმღერა პოლინა გაგარინასთან ერთად[3] სამი წლის შემდეგ მუსტაფაევმა მონაწილეობა მიიღო „უკრაინის ხმის“ მეექვსე სეზონში, თუმცა ის გამოეთიშა კონკურსს. ვერ მოახერხა ფინალურ ეტაპში გასვლას. ამის შემდეგ ჩინგიზი გამოჩნდა თავის ჯგუფი „პალმასთან“ ერთად, რომელიც აერთიანებდა ტრადიციულ აზერბაიჯანულ და თურქულ ხალხურ ფოლკლორს ფლამენკოს გიტარაზე, როკსა და პოპზე. 2019 წლის დასაწყისში ჩინგიზმა გამოუშვა სინგლი „Tənha gəzən“..[4]

2019 წლის 8 მარტს დადასტურდა, რომ ჩინგიზი წარდაგენდა აზერბაიჯანს 2019 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე სიმღერით „Truth“. ის მეორე ნახევარფინალში 2019 წლის 16 მაისს, თელ-ავივში, ისრაელში, მე-18 გამოვიდა. 224 ქულით დაიკავა მე -5 ადგილი, რითაც შეძლო ფინალში გასვლა. 2019 წლის 18 მაისს. ფინალში მან 302 ქულით 26 მონაწილის ველში მე-8 ადგილი დაიკავა.

2018 წელს გამოუშვა ორი სინგლი: „Qürbət“ და „Get“. ამას მოჰყვა 2019 წელს გამოსული სამი სინგლი: „Tənha gəzən“, „Bir Sözlə“ და „Truth“. 2020 წელს გამოუშვა ოთხი სინგლი: „Can can“, „Yanıma gəl“, „Dayan zaman“ და „Vetenim kimiyem“. 2021 წელს გამოუშვა სინგლი „Gülzar istərəm“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Chingiz to represent Azerbaijan at Eurovision 2019. Eurovision Song Contest. ციტირების თარიღი: 8 March 2019
  2. Chingiz – Eurovision Song Contest Tel Aviv 2019. Eurovision Song Contest. ციტირების თარიღი: 8 March 2019
  3. Известны участники "Новой волны-2013" ru (1 May 2013). ციტირების თარიღი: 8 March 2019
  4. Will Azerbaijan select Chingiz Mustafayev for Eurovision 2019?. Wiwibloggs (5 February 2019).