ჩინაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინაბი
ჰინ. चनाब, ურდუ: چناب‎‎
Old Bridge over river Chenab at Ramban.jpg
ქვეყნები ინდოეთის დროშა ინდოეთი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
ქალაქები ვაზირაბადი, ჩინიოტი, მულტანი
მარცხენა შენაკადები ჯელამი, რავი
სათავე ჰიმალაი
32°56′10″ ჩ. გ. 76°32′01″ ა. გ. / 32.93611° ჩ. გ. 76.53361° ა. გ. / 32.93611; 76.53361
შესართავი სატლეჯი
29°20′57″ ჩ. გ. 71°01′41″ ა. გ. / 29.34917° ჩ. გ. 71.02806° ა. გ. / 29.34917; 71.02806
სიგრძე 1100 კმ
აუზის ფართობი 138 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 890 მ³/წმ
ჩინაბი (პაკისტანი)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ჩინაბი (ჰინ. चनाब, ურდუ: چناب‎‎) — მდინარე ინდოეთსა და პაკისტანში, სიგრძე დაახლოებით 1100 კმ, აუზის ფართობი 138 ათ. კმ², სათავე აქვს დასავლეთ ჰიმალაის მყინვარებში. ინდოეთის ტერიტორიაზე ღრმა ხეობაში მიედინება, პაკისტანში — პენჯაბის ვაკეებზე. მთავარი შენაკადებია ჯელამი და რავი, რომელთა შეერთების შემდეგ მდინარეს ტრიმაბი ეწოდება. ერთვის მდინარე სატლეჯს (ინდის აუზი). საზრდოობს მყინვარების, თოვლისა და წვიმის წყლით. უხვწყლიანია ივნისიდან ნოემბრამდე. მთებიდან გადმოსვლისას წყლის საშუალო ხარჯი 890 მ³/წმ. ჩინაბის ხეობა მჭიდროდ არის დასახლებული. მთავარი ქალაქებია ვაზირაბადი, ჩინიოტი, მულტანი (პაკისტანი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]