ჩიგოიანის პირველი ზურგიანი კოშკი
ჩიგოიანის პირველი ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.
მთის ბორცვზე დგას კოშკი, რომელსაც ჩრდილოეთით მომრგვალებული ზურგი აქვს. მისი ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ქვით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. კედლები შემორჩენილია 3-3, 5 მეტრის სიმაღლეზე.
სპეციალური გათხრა — გაწმენდის გარეშე გეგმის აზომვა ვერ ხერხდება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ. 203