ჩიგოიანის ნაგებობის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის ნაგებობის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სოფლის მიდამოებში, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ალავერდის უწოდებს. ნაგებობის გადახურვა და კედლის დიდი ნაწილები ჩამოქცეულია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 2 მეტრს აღწევს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. დასავლეთი კედლის მხოლოდ საძირკველი იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 206