ჩიგოიანის მეოთხე ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის მეოთხე ზურგიანი კოშკი - არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

მთის ბორცვზე დგას კოშკი, რომელსაც ჩრდილოეთით მომრგვალებული ზურგი აქვს. მისი ინტერიერი ამოვსებულია მიწით და ქვით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფლეთილი ქვა. კედლები შემორჩენილია 3-3,5 მეტრის სიმაღლეზე. სპეციალური გათხრა-გაწმენდის გარეშე აზომვა ვერ ხერხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 203