ჩიგოიანის ზურგიანი კოშკის ნანგრევები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიგოიანის ზურგიანი კოშკის ნანგრევები — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

სოფლის მიდამოში მდებარე კოშკიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი, ნაწილობრივ აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლები. სამხრეთით კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. იკითხება ოთხი სართულის დონე. მესამე სართულის ჩრდილოეთ კედელში შემორჩენილია სათოფურები.

კოშკი სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები. ნაგებობის სიგრძე — 9 მეტრი იყო, სიგანე 8,55 მ., კედლის სისქე 1.90 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 201