ჩიბჟღარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიბჟღარა
კოორდინატები: 43°18′27″ ჩ. გ. 40°28′25″ ა. გ. / 43.30750° ჩ. გ. 40.47361° ა. გ. / 43.30750; 40.47361
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2120 
ქედი ბზიფის ქედი
ამგებელი ქანები კირქვა
ჩიბჟღარა — საქართველო
ჩიბჟღარა
ჩიბჟღარა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჩიბჟღარა

ჩიბჟღარამთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2120 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მასიური კირქვებით. მთის ჩრდილოეთი კალთა ციცაბო და კლდოვანია, სამხრეთი დამრეცი. დაფარულია კარსტული ძაბრებით. ჩიბჟღარა შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]