ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი

მუზეუმის ახალი შენობა
43°19′27″ ჩ. გ. 45°40′56″ ა. გ. / 43.32417° ჩ. გ. 45.68222° ა. გ. / 43.32417; 45.68222
დაარსდა 1924
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
დამაარსებლები გროზნოს სახალხო განათლების განყოფილება
მდებარეობა გროზნო
დირექტორი ვახა ასტალოვი
ოფიციალური საიტი http://nacmuzeychr.ru/
Map

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი (რუს. Национальный музей Чеченской Республики) — ჩეჩნეთის მხარეთმცოდნეობითი-ისტორიული მუზეუმი, მდებარეობს ქალაქ გროზნოში. მუზეუმს ასევე აქვს ხუთი ფილიალი რესპუბლიკის სოფლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შექმნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული მუზეუმი დაარსდა 1924 წლის 7 ნოემბერს. დაარსების ორგანიზატორი იყო გროზნოს სახალხო განათლების განყოფილება. თავდაპირველად იყო კულტურის ისტორიისა და რელიგიის საოლქო მუზეუმი. მას ეკავა ერთ-ერთი სკოლის ორი ოთახი. აქ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მოჰქონდათ საგნები, რომლებიც წარმოადგენდნენ კულტურულ ფასეულობას. 1925 წლის თებერვალში გაიხსნა ნუმიზმატიკის განყოფილება. აქ თავი მოუყარეს ექსპონატებს რომელიც დაკავშირებუი იყო გროზნოსა და ჩეჩნეთის, ასევე რელიგიის ისტორიასთან. მუშაობა მუზეუმის შექმნისათვის გრძელდებოდა ადგილობრივი კოლექციონერის, ფილატელისტის ბორის სკალიოტის ძალისხმევით. იგი გახდა მისი პირველი დირექტორი. 1936 წელს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიურ რესპუბლიკად გამოცხადების შემდეგ მუზეუმმა მიიღო ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკური მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სტატუსი.

დიდი სამამულო ომი, დეპორტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამამულო ომის პერიოდში მუზეუმს მუშაობა არ შეუწყვეტია. 1944 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ მოახდინა ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაცია. ამ პერიოვში მუზეუმი მოქმედებდა როგორც გროზნოს ოლქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მის ფონდებში განთავსებული იყო 3 356 ექსპონატი.

რესპუბლიკის აღდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღდგენის შემდეგ 1957 წელს გამოფინეს ჩეჩნეთ-ინგუშეთის წარმატებების ექსპონატები ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის საკითხებში.

აეროხედი

1967 წელს მუზეუმი დააჯილდოეს სსრკ-ის მინისტრთა კაბინეტის დიპლომით, ხოლო 1973 წელს რსფსრ-ის კულტურის სამინისტროს მეორე ხარისხის დიპლომით.

1990-იან წლებში მუზეუმი იყო ყველაზე მსხვილი ჩრდილოეთ კავკასიაში. . მის ფონდში დაცული იყო 230 ათასი ექსპონატი.

1994 წელს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა ორი რეგიონალური მუზეუმი:

  • ჩეჩნეთის გაერთიანებული მუზეუმი ფილიალებით:
    • არბი მამაკაევის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი სოფელ ნადტერეჩნოეში
    • ლევ ტოლსტოის ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ სტაროგლადოვსკაიაში
    • ასლანბეკ შეიპოვის ისტორიულ-მემორიალური მუზეუმი სოფელ შატოიში.
  • პეტრე ზახაროვის სახელობის ჩეჩნეთის რესპუბლკის სახვითი ხელოვნების მუზეუმი ორი ფილიალით:
    • საგამოფენოდარბაზი
    • სახვითი ხელოვნების სტუდია-სკოლა.

1990-იან წლებში ჩეჩნეთის მუზეუმმა მნიშვნელოვან აღორძინებას მიაღწია.

ჩეჩნეთის ომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ჩეჩნეთის ტერიტორიაზე წარმოებული საომარი მოქმედებების შედეგად მუზეუმი ძლიერ დაზარალდა. დაიკარგა და დაიტაცეს მუზეუმის ფონდების თითქმის 90 %.

ომისშემდგომი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს გოზნოში ტრეტიაკოვის გალერეის დახმარებით მოეწყო ორი გამოფენა. მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს რუსეთის დელეგაციამ შეისწავლა სამუზეუმო ქსელის მდგომარეობა რესპუბლიკაში და გადაწყვიტა აღეჭურვა ბიბლიოთეკა ინტერნეტით.

2007 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს საზეიმოდ გაიხსნა მუზეუმის მოედანი.

ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს შემდეგი ფილიალები:

  • არბი მამაკაევის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი სოფელ ნადტერეჩნოეში
  • ლევ ტოლსტოის ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელ სტაროგლადოვსკაიაში.
  • მახკეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სოფელ მახკეტში.
  • იხელ ლერმონტოვის ლიტერატურული მუზეუმი სოფელ პარაბოჩში.
  • ილეს ტატაევის გალერეა მოსკოვში.
  • აბუზარ აიდამიროვის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი სოფელ მესკეტში.

2012 წლის 5 ოქტომბერს გაიხსნა მუზეუმის ახალი შენობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Асталов В. А., Хамурзаев И. С. Музейная сеть Чеченской Республики в конце XX — начале XXI века. — Махачкала: АЛЕФ, 2014. — 196 с. — ISBN 9785438606161.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]