ჩეკალოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩეკალოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ჩეკალოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
ჩეკალოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტი მოროზოვსკის რაიონი
ადგილმდებარეობა ჩეკალოვი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ა. სედოვი
ხუროთმოძღვრული სტილი რეტროსპექტივიზმი
თარიღდება 1859

ჩეკალოვის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია მოროზოვსკის რაიონის სოფელ ჩეკალოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1859 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია ისტორიულ დოკუმენტებში პირველად მოიხსენიება 1859 წელს, როდესაც იგი ააშენეს მრევლის დამსახურებით. 1881 წელს ეკლესია გააფართოეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების ხარჯზე. 1885 წელს დაამტკიცეს ეკლესიის მსახურთა მუდმივი შტატი, რომელშიც შედიოდა ორი მღვდელი, ორი მეფსალმუნე და დიაკვანი. ხუტორ ჩეკალოვში ახალი ეკლესიის მშენებლობის აზრმა სამღვდელოებასა და მრევლს შორის პირველად გაიჟღერა 1897 წელს. ამავე წლის მარტში, დეკანოზ იოანე პოპოვის სახელზე დაიწერა წერილი, რათა მათ დონის სასულიერო კონსისტერიისაგან მიეღოთ თანხმობა ახალი ეკლესიის მშენებლობის შესახებ. ეკლესიის ასაშენებელი თანხების შეგროვების პროცესი გაგრძელდა 1897 წლიდან 1913 წლამდე.

ეკლესიის მშენებლობის დასრულება და გახსნა გაიმართა 1913 წლის თებერვალში, ხოლო კურთხევა მოხდა 1913 წლის 5 მაისს. ახალი ქვის ეკლესიის აგების შემდეგ, ძველი ხის ეკლესია გადაეცათ ხუტორების პოკროვსკისა და სერებრიანოეს მრევლს. მრევლის გაზრდისა და ეკლესიის განვითარების შემდეგ საჭირო გახდა ტაძრის გაფართოებაც, მიიღეს გაწყვეტილება ახალი საკურთხევლების მიშენების შესახებ, რომელიც აკურთხეს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა და სერაფიმ საროველის სახელზე. მარცხენა ნავი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე აკურთხეს 1914 წლის 11 იანვარს, ხოლო მარჯვენა სერაფიმ საროველის სახელზე 1916 წელს.

ეკლესიას გარს შემოავლეს ღობე, რომელიც ახსნეს მხოლოდ 1948 წელს. დიდი სამამულო ომის შემდეგომ წლებში აქ გახსნეს ზეთოვანი და ხორბლეული კულტურების საწყობი. საწყობად გამოიყენებოდა 1990-იანი წლების დასაწყისამდე, როდესაც დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია, რომელიც გრძელდება დღევანდელ დღემდე[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Чекалов|Церковь Рождества Пресвятой Богородицы. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-12.