ჩეთამის ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეთამის ბიბლიოთეკა (ინგლ. Chetham's Library) მანჩესტერში, ინგლისი, დაარსდა 1653 წელს და ინგლისურენოვან მსოფლიოში უძველესი საზოგადოებრივი ბიბლიოთეკის ტიტული აქვს.

ბიბლიოთეკა ჰამფრი ჩეთამის (1580-1653) შემოწირული ფონდებით დაარსდა, რომელმაც თანხა „ჰოსპიტალის“ მიმდინარე ხარჯების დასაფარავად და ორმოცამდე ხელმოკლე ყმაწვილის განათლებისთვის გაიღო. „ჰოსპიტალში“ ასევე ბიბლიოთეკაც იყო მკვლევართათვის. ჩეთამის ჰოსპიტალი 1969 წელს ჩეთამის სამუსიკო სკოლად გარდაიქმნა. მასში არსებული ბიბლიოთეკა კი განუწყვეტლივ ფუნქციონირებს 1653 წლიდან და უფასოა მკითხველთა და დამთვალიერებელთათვის.

ჩეთამის ბიბლიოთეკაში 100 ათასზე მეტი გამოცემა თუ ნაბეჭდი წიგნია, რომელთაგან 60.000 1851 წლამდე არის გამოცემული. მათ შორისაა XVI და XVII საუკუნეების ნაბეჭდი ნამუშევრების, პერიოდული გამოცემებისა და ჟურნალების განსაკუთრებით მდიდარი კოლექცია.

ეს ბიბლიოთეკა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის შეხვედრის ადგილი იყო, როდესაც მარქსი მანჩესტერში ჩამოდიოდა. ბიბლიოთეკის თაროებზე შეიძლება ეკონომიკის წიგნების ნახვა, რომლებსაც მარქსი კითხულობდა.