შინაარსზე გადასვლა

ჩაფულინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრაფიტი თურქეთიდან, 2013 წლის ივნისი, იგი ასახავს LMFAO-ს "Every day I’m Shuffling"-ის სიმღერას, ალბომიდან "Party Rock Anthem", რაც თავისთავად პაროდია რიკ როსის HUSTLIN-ის.[1]

ჩაფულინგი (თურქ. Çapuling) — ნეოლოგიზმი, წარმოშობილი გეზის პარკის გამოსვლების დროს. საპროტესტო აქციების პერიოდში პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა გამოიყენა ტერმინი çapulcu (უხეშად ითარგმნება როგორც „მარადიორი“[2], რომელიც მან გამოიყენა მომიტინგეების მიმართ). çapulcu, როგორც საკუთარი ზედწოდება სწრაფად აიტაცეს აქციის მონაწილეებმა და მოახდინეს სიტყვის რეაპროპრიაცია „ბრძოლა თქვენი უფლებებისთვის“ მნიშვნელობით.[1] ამ სიტყვას ხმარობდნენ ასევე ონლაინ აქტივისტები. იგი გავრცელდა ასევე როგორც ვირუსული ვიდეო.[3]

ჩაფულინგი თურქულ ენაში იხმარება ორგვარად: როგორც მისი თავდაპირველი, ორიგინალური მნიშვნელობით, ასევე ნაწარმოები სიტყვა çapuling-ის ფორმით. იგი ასევე აქტიურად მკვიდრდება სხვა ენებში. მაგალითად, გამოცემა ჰურიეთი 2013 წელს იუწყებოდა, რომ სიტყვა ჩაფულინგი ახალი ტრანსლიტერაციით დამკვიდრდა გერმანულ ენაში — tschapulieren ან schapulieren.[4] ყოველდღიურმა გამოცემა ახალგაზრდა სამყარომ კი ბერლინის ერთ-ერთ უბანში, კროიცბერგში საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული მოვლენები შემდეგნაირად დაასათაურა: „ბერლინიც ჩაფულირებს“.[5]