ჩანგის აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩანგის აეროპორტი-სინგაპურის მთავარი სამოქალაქო საერთაშორისო აეროპორტი. ეს არის აზიის ერთ-ერთი უდიდესი სატრანსპორტო ცენტრი. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტი საერთაშორისო სამგზავრო და სატვირთო ტრაფიკის მიხედვით, ის რამდენჯერმე იქნა შეფასებული როგორც "მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტი" და არის პირველი აეროპორტი მსოფლიოში, რომელსაც ეს ჯილდო ზედიზედ რვა წლის განმავლობაში ატარებს.[1][2] იგი ასევე შეფასებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და მაღალი რეიტინგული საერთაშორისო სატრანზიტო აეროპორტი.[3][4] აეროპორტიდან 100-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, უწყვეტი ან პირდაპირი რეისებით აზიის, აფრიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებებით.

აეროპორტი მდებარეობს მისი სახელობის რაიონში.[5][6] იმის გამო, რომ სინგაპურის სტრატეგიული მდებარეობა არის ხელსაყრელი ადგილი გადაადგილებისთვის, აეროპორტი ასევე ემსახურება როგორც Qantas-ის ფოკუს ქალაქს, ასევე FedEx Express-ის ფლაგმანურ სატვირთო ცენტრს აზიაში. 2019 წელს ჩანგის აეროპორტი ემსახურებოდა 68.3 მილიონ მგზავრს, რაც მას მე-18 ყველაზე დატვირთულ აეროპორტად აქცევს მსოფლიოში.[7] აეროპორტის შვილობილი კომპანია არის ჩანგის აეროპორტის ჯგუფი, რომელიც სინგაპურის მთავრობის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია. მას ემსახურება სამი ასაფრენი ბილიკი და ოთხი ტერმინალის შენობისგან შედგება. ამჟამად მეხუთე მეგატერმინალი შენდება.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩანგის აეროპორტი ემსახურება 100-ზე მეტ ავიაკომპანიას, რომლებიც დაფრინავენ 400 ქალაქში 100-მდე ქვეყნის ტერიტორიაზე და მთელს მსოფლიოში. დაახლოებით 7,400 რეისი ჩამოდის ან ფრინდება ჩანგიში ყოველ კვირას.

აეროპორტის მიერ გამოქვეყნებული 2019 წლის მთელი წლის მონაცემების მიხედვით, აეროპორტმა 68 300 000 მილიონი მგზავრი გადაიყვანა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მის 38-წლიან ისტორიაში.[8] ის გახდა მსოფლიოში მეშვიდე და აზიში მესამე ყველაზე დატვირთული აეროპორტი საერთაშორისო სამგზავრო მარშუტებით. 2019 წლის დეკემბერში, ჩანგის აეროპორტმა უზრუნველყო სულ 6,41 მილიონი მგზავრის გადაყვანა. გარდა იმისა, რომ აეროპორტი არის მნიშვნელოვანი სამგზავრო ცენტრი, ის ასევე არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატვირთო აეროპორტი, რომელიც 2.01 მილიონი ტონა ტვირთი გადაიტანა 2019 წელს.[8]

აეროპორტმა გახსნის დღიდან მოიპოვა 620-ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 28 "საუკეთესო აეროპორტის" კატეგორიაში.[9] ჩანგის აეროპორტის ძალისხმევა მოძველებული ინფრასტრუქტურის შედეგების შესამცირებლად მოიცავს არსებული ტერმინალების მუდმივ ფიზიკურ განახლებას და ახალი ობიექტების აშენებას აეროპორტის მომსახურების ხარისხის მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად.

სამომავლო ტერმინალები და პროექტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინალი 5 ამოქმედდება 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის, 2040-იანი წლებისთვის მოცულობის მოსალოდნელია მისი გაორმაგება. ასევე, მოსალოდნელია ყოველწლიურად 50 მილიონი მგზავრის გადაადგილება.[10] აეროპორტის ტერმინალის სტრუქტურა სავარაუდოდ უფრო დიდი იქნება ვიდრე ტერმინალები 1, 2 და 3 ერთად. ტრანსპორტის ყოფილმა მინისტრმა ხავ ბუონ ვანმა თქვა, რომ ჩანგის ტერმინალი 5-ის პროექტი მინიმუმ 2 წლით გადაიდო COVID-19-ის პანდემიის შედეგად.[11]

უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანგის აეროპორტის ჯგუფი მართავს აეროპორტის მთლიან უსაფრთხოებას. აეროპორტის მართვის განყოფილება მართავს აეროპორტის უსაფრთხოების მომხმარებელთა ასპექტებს, ხოლო საავიაციო უსაფრთხოების განყოფილება ზედამხედველობს აეროპორტის შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების პოლიტიკასთან და მის მართავსთან დაკავშირებულ პროექტებს. აეროპორტის საგანგებო და ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურებს ახორციელებს აეროპორტის სასწრაფო დახმარების სამმართველო.[12]

აეროპორტის უსაფრთხოება ექვემდებარება სინგაპურის პოლიციის აეროპორტის პოლიციის სამმართველოს. 11 სექტემბრის თავდასხმებისა და ჯემაჰ ისლამიას მიერ აეროპორტის ტერორისტულ სამიზნედ დასახელების შემდეგ, აეროპორტის უსაფრთხოება გამკაცრდა. სინგაპურის შეიარაღებული ძალები და სინგაპურის პოლიციის ოფიცრები შეიარაღებული განლაგებულნი არიან ტერმინალებზე.[13]

2005 წელს სკრინინგის ტექნოლოგიები გაანახლეს ბარგის შემოწმებისთვის. აეროდრომის უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ჩანგის აეროპორტის პერიმეტრზე დაცვის სისტემა შეიქმნა, ხოლო პერსონალის გადაადგილების ბიომეტრიული წვდომის კონტროლის სისტემა 2006 წლიდან ამოქმედდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World's Top 10 Airports 2020. Skytrax (11 May 2020). ციტირების თარიღი: 11 May 2020
  2. The World's Best Airports for Transit Passengers. ციტირების თარიღი: 7 May 2016
  3. World's Best Transit Airports 2020 en. ციტირების თარიღი: 2020-05-15
  4. The World's Best Airports in 2020 are announced en (2020-05-11). ციტირების თარიღი: 2020-05-15
  5. Regulations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 3 March 2017
  6. singapore airlines | boeing | malaysia airlines | 2004 | 09 - 0311 | Flight Archive (2014-03-22). ციტირების თარიღი: 2020-05-31
  7. ACI reveals top 20 airports for passenger traffic, cargo, and aircraft movements en-US (2020-05-19). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-25. ციტირების თარიღი: 2020-05-31
  8. 8.0 8.1 Passenger, airfreight and aircraft movement statistics for 2019. Changi Airport Group (31 January 2020). ციტირების თარიღი: 8 February 2020
  9. OUR PRIDE. Changi Airport Group (8 February 2020). ციტირების თარიღი: 8 February 2020
  10. Changi Airport's Terminal 5 ready in mid-2020s. Yahoo News Singapore (30 August 2013). ციტირების თარიღი: 10 May 2015
  11. Toh, Ting Wei. (2021-06-16) Coronavirus: Changi Airport T5 construction to be 'paused' for at least 2 years, says Khaw en. ციტირების თარიღი: 2021-06-16
  12. Civil Fire Stations. Changi Airport Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 12 June 2011
  13. „Counter Terrorism Efforts at Singapore's Changi Airport“. South Asia Analysis Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 12 ივნისი 2011.