ჩაკლული სული
იერსახე
| „ჩაკლული სული“ | |
|---|---|
| ავტორი | გრიგოლ რობაქიძე |
| ქვეყანა | გერმანია |
| ენა | გერმანული |
| ჟანრი | რომანი |
| გამოცემის თარიღი | 1931 |
| გვერდი | 214 |
ჩაკლული სული — ემიგრანტი ქართველი მწერლის, გერმანიაში მოღვაწე გრიგოლ რობაქიძის 1931 წლის რომანი.
რომანის შესახებ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ჩაკლული სული“ პირველი ლიტერატურული ცდაა „ბოლშევიკური კლიმატისა“ და სტალინიზმის ნამდვილი არსის წარმოსაჩენად. ავტორმა 30-იანი წლების დასაწყისშივე იწინასწარმეტყველა იმავე ათწლეულის სისხლიანი ტერორი და რეპრესიები. „წიგნს დიდი გამოხმაურება ჰქონდა. საბჭოებმა ამ წიგნის გამო ხალხის მტერი დამარქვეს“ – წერდა ერთ-ერთ ბარათში გრიგოლ რობაქიძე. რომანი, მისი ავტორი და გრიგოლ რობაქიძის მთელი შემოქმედება დიდი ხნით აიკრძალა და მიუღებლად გამოცხადდა საბჭოთა კავშირში.