ჩაის ფოთლის საღნობ-საფიქსაციო მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის ფოთლის საღნობ-საფიქსაციო მანქანა — კომბინირებული აგრეგატი, რომლითაც შეიძლება ჩაის] ფოთლის გადამუშავება როგორც მწვანე, ისე შავი ბაიხაოს ჩაის მისაღებად. მწვანე ბაიხაოს ჩაის წარმოებისას ერთდროულად მიმდინარეობს მწვანე ფოთლის ფიქსაცია (დაორთქვლა), შეშრობა და დაყოვნება 138 წთ-ის განმავლობაში. ჩაის ფოთოლი დახრილი კონვეიერით ფიქსაციისთვის გადაეცემა 3 სიგრძის ჰერმეტულ საკანს, რომელიც მოწყობილია პირველადი კონვეიერის ზონაში. საორთქლავი კამერა იზოლირებულია ფარებით. საორთქლავი კამერიდან გამოსული ფოთოლი პირველ, მეორე და მესამე კონვეიერებზე შეშრება (ტენიანობა 60-62 %), ხოლო მეოთხე და მეხუთე კონვეიერებზე დაყოვნდება, რის შემდეგ შეიძლება ფოთლის გრეხა. აგრეგატში ჩაის ფოთლის ღნობის ჩასატარებლად საკმარისია ორთქლის ვენტილის ჩაკეტვა, საიზოლაციო ფარების მოხსნა და პირველი კონვეიერის ცამეტკბილიანი ვარსკვლავას შეცვლა ოცდაათკბილიანი ვარსკვლავათი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]