შუა ერმანის მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუა ერმანის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა, მდებარეობს ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ერმანში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. შემორჩენილია ოთხი სართული. კარი გაჭრილია სამხრეთით, მეორე სართულზე. გეგმაში კოშკი არაწესიერი ოთხკუთხედია. ჩრდილო-დასავლეთი კუთხე ჩამონგრეულია. კოშკის სამხრეთ-დასავლეთ კედელს მიჯრილი აქვს იგივე მასალით ნაშენი გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004